logo
ENG



ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთისკენ საექსპორტო მატარებელმა პირველად გაიარა

09 დეკ 202010:14
3 წუთის საკითხავი
clock 861

ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით საექსპორტო მატარებელმა პირველად გაიარა.

8 დეკემბერს, გვიან საღამოს, საქართველოში შემოვიდა მატარებელი, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლიდან 4 დეკემბერს დაიძრა.

მატარებელი, რომელიც ჩინეთის სიანის პროვინციაში შუა სარკინიგზო დერეფნის გავლით უნდა ჩავიდეს (რომლის შემადგენელიც არის ბაქო - თბილისი - ყარსის სარკინიგზო გადასასვლელი), 8,693 კილომეტრს 12 დღეში დაფარავს. 

მანამდე თურქეთიდან ჩინეთში ტვირთის ტრანსპორტირებას 18 დღე სჭირდებოდა. 

საქართველოზე გამავალი ბაქო - თბილისი - ყარსი ახალი სარკინიგზო მარშრუტი იმ დერეფნის ლოგისტიკური ნაწილია, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. ეს სარკინიგზო ხაზი სატესტო რეჟიმში 2017 წლიდან მოქმედებს.

2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან/კენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 2343 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.1%-ით მეტია (1734 TEU). მათ შორის 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში BTK-თი გადაიზიდა 1260 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 371.9%-ით მეტია (267 TEU)


close დახურვა