logo
ENG



ბაქოში, ავეჯის დამამზადებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

15 იან 202419:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/15/720bhzgguzygs5g.png

ბაქოში, ავეჯის დამამზადებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, 6 ადამიანის ცხედარი შენობის ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები გრძელდება და მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს. ხანძარს წინ უძღოდა აფეთქება, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

შენობის ნანგრევებში მოყოლილთა მოსაძებნად კინოლოგთა ჯგუფებიც ჩართეს. შემთხვევის ადგილზე 19 სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ბოლო მონაცემებით, მომხდარის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 14-ის მდგომარეობა მძიმეა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

აზერბაიჯანის პროკურატურამ საქმე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის და გაუფრთხილებლობის მუხლებით აღძრა, რამას ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა