logo
ENG



ბაქოში ოთხმოცზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

20 ოქტ 201915:02
3 წუთის საკითხავი
 
z4b26vw7y1a2mnc.png

ოთხმოცზე მეტი ადამიანი დააკავეს საპროტესტო აქციაზე ბაქოში. დაკავებულებს შორის ოპოზიციური პარტიის ლიდერიც არის. აქციის მონაწილეები სამართლიან არჩევნებსა და კორუფციასთან ბრძოლას ითხოვდნენ.

აქცია ბაქოში 19 ოქტიმბერს დაიწყო. დედაქალაქის ცენტრში მთავრობამ აქტივისტებს შეკრების უფლება არ მისცა, თუმცა მონაწილეებმა დემონსტრაცია მაინც გამართეს. აქციისთვის ხელის შესაშლელად მთავრობამ რამდენიმე მეტროსადგური დაკეტა, კინოთეატრებში კი სეანსები შეწყდა. ბაქოს ცენტრალურ უბანში მობილური ინტერნეტიც კი გათიშეს.

 


close დახურვა