logo
ENG



ბაქრაძე: დარწმუნებული ვარ, ხვალიდან ყველა ერთად ვიცხოვრებთ შეცვლილ საქართველოში

31 ოქტ 202008:35
3 წუთის საკითხავი
clock 292

ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძე საარჩევნო უბანზე მივიდა. ბაქრაძემ საკუთარი არჩევანი ცოტა ხნის წინ დააფიქსირა.

"ხედავთ, რომ დილიდან ძალიან ბევრი ადამიანია მოსული საარჩევნო უბანზე. ასეთი სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია არ მახსენდება. მე პირადად ხმა მივეცი ამ ქვეყანაში ცვლილებებს იმიტომ, რომ საქართველოს სჭირდება ცვლილება, წინსვლა და უკეთესობა. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალიდან ყველა ერთად, ახალი ენერგიით, ახალი ძალით, ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში",-თქვა ბაქრაძემ.

საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.

 


close დახურვა