logo
ENG



ბაქრაძე: კველვებში ჩანს სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებიც კარგად ხსნის რა მოხდა წინა კვირას

19 ნოე 201914:35
3 წუთის საკითხავი
 
9ykgw61t9nqy6ug.jpg

„ევროპული საქართველოს ლიდერი“ დავით ბაქრაძე IRI-ის კვლევებს ეხმაურება. ბაქრაძის თქმით, ამ კვლევაში მნიშვნელოვანი სამი ფაქტორი გამოჩნდა, რომელიც კარგად ხსნის იმას, თუ რატომაც არ დაუჭირა უმრავლესობამ მხარი კონსტიტუციურ ცვლილებებს. ასევე ბაქრაძის განცხადებით, ნებისმიერი სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში ხელისუფლების ერთადერთი რესურსი არჩევნების მოსაგებად არის უსამართლო სისტემა.

„ამ კვლევაში ჩანს სამი ყველაზე მნიშვვნელოვანი შედეგი, პირველი: მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა 78% მხარს უჭერს პროპორციულ  სისტემაზე გადასვლას მეორე: "ქართული ოცნების" რეიტინგი ორჯერ ნაკლებია ვიდრე ოპოზიციის ჯამური რეიტინგი და მესამე, შედეგი ქვეყანაში არის მზარდი უკმაყოფილება ეკონომიკური პრობლემებით, გაჭირვებით მთავრობის შეუსრულებელი დაპირებებით და ქვეყნის არასწორი განვითარებით. აი ეს სამი ფაქტორი კარგად ხსნის იმას, თუ რა მოხდა წინა კვირაში რატომ გადაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა წინა კვირაში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და რატომ მოატყუა "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობა. იმიტომ, რომ ამ კვლების მიხდვით ნებისმიერ სამართლიან საარჩევნო სისტემაში "ქართული ოცნება" დამარცხდება. ამ კვლევამ დღეს დასვა საბოლოო წერტილი დისკუსიაზე თუ რა მოხდა და რატომ მოხდა წინა კვირაში და ძალიან მკაფიოდ გამოაჩინა ტენდეცია რაც არსებობს ქვეყანაში რომ მზარდი გაჭირვების პრობლემების შეუსრულებელი დაპირებების და არაპოპიულარული მთავრობის ფონზე მოსხლეობას სჭირდება ცვლილებები მოსახლეობა მხარს უჭერს სისტემის შეცვლას და სამართლიან არჩევნებს და ხელისუფლების რესურსი დღეს დარჩა მხოლოდ იმ უსამართლო სისტემაში, რომლითაც იმედი აქვთ, რომ მოიგებენ 2020-ის არჩევნებს“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ პირველი კვლევა ჩაატარა, კვლევების მიხედვით, ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ლიდერი „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძეა.


close დახურვა