logo
ENG



ბაქრაძე: ნაციონალურ მოძრაობაში მიბრუნებაზე საუბარი არ არის

15 თებ 202100:26
3 წუთის საკითხავი
 
ბაქრაძე: ნაციონალურ მოძრაობაში მიბრუნებაზე საუბარი არ არის

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობაში მიბრუნებაზე საუბარი არ არის. ასე ეხმაურება ის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ "მომავალ კონფიგურიაციაში დავით ბაქრაძისთვისაც მოიძებნება ადგილი, გიგი უგულავასთვისაც და ყველასთვის".

ბაქრაძემ მთავარი არხის ეთერში ისაუბრა, რომ ოპოზიციას საერთო ამოცანები აქვს და სააკაშვილმაც სწორედ ის იგულისხმა, რომ ამ ამოცანებში ყველას ადგილია.

"კონფიგურაცია, რასაც ის უწოდებს, არის საერთო ოპოზიციური ბრძოლა. აბსოლუტურად მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ არანაირი ფორმით საუბარი ნაციონალურ მოძრაობაში მიბრუნებაზე არ არის, არანაირი ფორმით ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებაზე და აფილირებაზე საუბარი არ არის. განსხვავებები, რაზეც დღემდე ვსაუბრობდით, ძალაშია", - განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძემ 12 თებერვალს თქვა, რომ მომავალ პოლიტსაბჭოზე პარტიის თავმჯდომარეობაზე კანდიდატურას აღარ დააყენებს. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება პარტიის განახლების მიზანს უკავშირდება, რომლისთვისაც, მისი თქმით, ძველი ლიდერების მხრიდან პასუხისმგებლობის აღება და გვერდზე გაწევაა აუცილებელი. 


close დახურვა