„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ მმართველ გუნდს ორი არჩევანი აქვს - ან სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ან არჩევნების გარეშე წასვლა ხელისუფლებიდან.
ბაქრაძის თქმით, აქციის მონაწილეების მშვიდობიანი ბრძოლა გაგრძელდება.
„ხელისუფლებამ საკუთარ ხალხთან დიალოგის ნაცვლად, ხელისუფლების გზაა ძალის გამოყენება და სპეცრაზმის უკან პარლამენტის სხდომების ჩატარება. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს, მაგრამ "ოცნებას" ისე მიჰყავს საქმე, რომ შეიძლება არჩევნების გარეშე დასრულდეს ხელისუფლება. ეს მათი არჩევანია. ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლა გაგრძელდება. ნახეთ, რომ მომიტინგეებს არ გაუწევიათ ამჯერადაც სპეცრაზმითთვის წინააღმდეგობა. ჩვენ მხარეს არის სიმართლე. იქ, სადაც ხელისუფლება სიმართლეს სპეცრაზმით უპირისპირდება, ის ხელისუფლება წააგებს. ხელისუფლებას ორი არჩევნაი აქვს ან სამართლიან არჩევნებს დათანხმდებიან და ან არჩევნების გარეშე დასრულდებიან", - განაცხადა ბაქრაძემ.