logo
ENG



ბაქრაძე: პარტიის თავმჯდომარეობაზე კანდიდატურას აღარ დავაყენებ

12 თებ 202118:23
3 წუთის საკითხავი
 
ბაქრაძე: პარტიის თავმჯდომარეობაზე კანდიდატურას აღარ დავაყენებ

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მომავალ პოლიტსაბჭოზე პარტიის თავმჯდომარეობაზე კანდიდატურას აღარ დააყენებს. 

მისი თქმით, გადაწყვეტილება პარტიის განახლების მიზანს უკავშირდება, რომლისთვისაც, მისი თქმით, ძველი ლიდერების მხრიდან პასუხისმგებლობის აღება და გვერდზე გაწევაა აუცილებელი. 

"მე არ მივდივარ ოპოზიციური ფლანგიდან. მე არ ვცვლი პოზიციებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მნიშვნელოვანია", - ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე. 

ბაქრაძე აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას მომავალ პოლიტსაბჭოს სხდომამდე დაიკავებს, რაც, მისი თქმით, პარტიის შინაგანაწესის მიხედვით, 2 თვეში უნდა გაიმართოს. 

 

 

 

 


close დახურვა