logo
ENG



ბაქრაძე: როცა ადამიანებს 2 თვით კეტავ სახლში მაშინ მათ შესაბამისად უნდა დაეხმარო

22 აპრ 202022:41
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დავით ბაქრაძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საუბრობს და განმარტავს თუ რატომ არ დაუჭირა „ევროპულმა საქართველომ“ მხარი ამ მდგომარეობის გახანგრძლივებას.

მისი განცხადებით, საგანგებო მდგომარეობას აქვს უმძიმესი ეკონომიკური შედეგები და როცა ადამიანებს 2 თვით კეტავ სახლში, მაშინ მათ შესაბამისად უნდა დაეხმარო. მისივე თქმით, მარნეულის მოსახლეობის უკმაყოფილებაც დღეს სწორედ ამ მიზეზმა გამოიწვია, რადგან მოსახლეობა მე-2 თვე დაიწყო რაც სრულ კარანტინშია და ხელისუფლება არაფრით არ დახმარებია. 

ბაქარაძემ ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ მთავრობამ შესაბამისი ღონისძიებების სრულად გატარება საეკლესიო დღესასწაულებთან მიმართებაში, ვერ შეძლო და შეზღუდვა ავტომობილების გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით შემოიღო.

„არ დავუჭირეთ მხარი იმის გამო, რიდი ნათელი გამოვლინებაც ვნახეთ დღეს მარნეულში. ადამიანები მარნეულში ერთი თვე იყვნენ ჩაკეტილი ისე, რომ მთავრობამ არ შეიმუშავა არცერთი ღონისძიება მათი დახმარების. ამ ადამიანებს არ მიუღიათ არანაირი მიზნობრივი დახმარება, არანაირი კომპენსაცია და არანაირი შეღავათი. ეს ის მიზეზებია, რამაც ხალხი მარნეულის ქუჩები გამოიყვანა. მეორე მიზეზი გახლავთ ის არასწორი მექანიზმები, რომლებიც მუშაობდა ამ ერთი თვის განმავლობაში. მაგ.მთავრობამ შექმნა ერთი მონოპოლისტი კომპანია, რომელსაც უნდა გამოჰქონდეს სასოფლო სამეურნეო პროდუქცია და ეს კომპანია სთავაზობს 10-ჯერ დაბალ ფასს ვიდრე საბაზრო ღირებულებაა და ვიდრე ბაზარში იყიდება პროდუქტი. მეორე მიზეზი, რის გამოც მხარი არ დავუჭირეთ იყო სწორედ არასწორი მექანიზმები. 

სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო იკეტება „სუფთა სახლი“, სადაც იყიდება ჰიგიენური და სანიტარული საშუალებები და ამავდროულად ქალაქში შეგიძლია იყიდო ლუდი, არაყი და ვერ იყიდი სანიტაიზერს.

მთავრობამ, რომელმაც ვერ შეძლო ამ ღონისძიებების სრულად გატარება და განხორციელება საეკლესიო დღესასწაულებთან მიმართებაში, შემოიღო შეზღუდვა ავტომობილების გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ გაახანგრძლივა 5 დღით. 

ამ ყველაფერმა გამოიყვანა ხალხი მარნეულში და ამას ვლაპარაკობთ ზუსტად, რომ საგანგებო მდგომარეობას აქვს უმძიმესი ეკონომიკური შედეგები და როცა ადამიანებს 2 თვით კეტავ სახლში, არ შეიძლება ეს გააკეთო ისე, რომ არ გქონდეს კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის, არ გასცე კონკრეტული დახმარება ადამიანებში მიმართ და არ დაეხმარო ოჯახებს, არ შემოიღო სამართლიანი და გასაგები კრიტერიუმები იმ შეზღუდვებისთვის, რომელიც მოქმედებს. ჩვენ რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ ყველა შეზღუდვას, რომელიც მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად, მაგრამ ვერ მოვისმინე ვერცერთი დასაბუთება მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში მაგ. რა საჭიროა კომენდანტის საათი, საღამოს 8 საათზე, რომ გავალ  სახლიდან ვირუსი არ შემეყრება და ათის ათ წუთზე თუ გავედი სახლიდან ვირუსი შემეყრება?“, განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 


close დახურვა