logo
ENG



ბაქრაძე: ტრანსპორტის გახსნის გადაწყვეტილება, გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად მიიღო

27 მაი 202021:18
3 წუთის საკითხავი
 

„გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, პრემიერ მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც 29 მაისიდან ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება.

მისი განცხადებით, ეს გიორგი გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გააკეთა. მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა რიგითი ადამიანების გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა და მუნიციპალური ტრანსპორტის გარეშე ვერანაირი ეკონომიკური გახსნა ვერ მოხდება.

„დღევანდელი დღის მთავარ შედეგად ალბათ უნდა ჩაითვალოს ის განცხადება, რომელიც პრემიერმა პარლამენტში მოსვლამდე გააკეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შესახებ. ამ თემაზე უკვე დიდი ხანია არსებობს საზოგადოებივი ზეწოლა და მოთხოვნა, რომ ტრანსპორტის გახსნის გარეშე ვერანაირი ეკონომიკური გახსნა ვერ მოხდება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეს არის რიგითი ადამიანებისთვის გადაადგილების პრაქტიკულად ერთადერთი საშუალება. როგორც ჩანს პრემიერმა გადაწყვიტა, რომ სწორედ პარლამენტში მოსვლის წინ გაეხმოვანებინა ეს გადაწყვეტილება. 

ეს გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გააკეთა და იმისთვის, რომ კიდევ ერთი თავმოსაწონებელი განცხადება ჰქონოდა პარლამენტში, რაც თავისთავად ძალიან ცუდი ნიშანია, არა იმიტომ, რომ თავს იწონებს, თუ ეს შეძლო პარლამენტში მოსვლამდე ერთი საათით ადრე გაეკეთებინა, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და არა ექსპერტული, რომელიც ჯანდაცვის კუთხიდან იქნებოდა აუცილებელი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


close დახურვა