ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში დინამიკა პოზიტიურია, თუმცა, საბოლოო შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის.
კომენტარი მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელთან, კრისტიან დენიელსონთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"დღეს მოლაპარაკებებში გვქონდა პოზიტიური დინამიკა. მაგრამ, ასევე მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის და ის 6-პუნქტიანი დოკუმენტი შეთანხმებული არ არის. ბატონ დენიელსონის წასვლამდე კიდევ გვექნება შეხვედრა, იმედი მაქვს, ყველა ერთად მოვახერხებთ, ბოლომდე მმივიყვანოთ პროცესი". - თქვა ბაქრაძემ.
დღეს, 14 მარტს დენიელსონი უკვე შეხვდა ქართული ოცნების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ასევე ევროპული საქართველოს, გირჩის ორივე ნაწილის, ლელოს და სტრატეგია აღმაშენებლის წევრებს. შეხვედრები გაიმართება მოქალაქეებთან და პატრიოტთა ალიანსთანაც, დღის ბოლოს კი გაერთიანებული შეხვედრა შედგება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობის ხელშესაწყობად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა.
დანიელსონი თბილისში 12 მარტს, გამთენიისას ჩამოფრინდა. ის იმავე შეხვდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს.
დენიელსონმა ყველა პარტიის წარმომმადგენელტან შეხვედრები 13 მარტსაც გამართა.
შარლ მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს, ევროკავშირთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე კონკრეტული შედეგებით ელიან.
მიშელმა საკითხების ჩარჩოც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო თემებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.
დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად, ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი.