logo
ENG



ბაქრაძე: შეიძლება ითქვას, რომ მელია და რურუა გათავისუფლდებიან ხელმოწერიდან 1 კვირის ვადაში

18 აპრ 202121:00
3 წუთის საკითხავი
 
ბაქრაძე: შეიძლება ითქვას, რომ მელია და რურუა გათავისუფლდებიან ხელმოწერიდან 1 კვირის ვადაში

პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მასში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი მკაფიოდ არის გათავისუფლებული. 

ბაქრაძის თქმით, დოკუმენტში ასევე გაწერილია ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა. ის ამბობს, რომ ვადამდელის მიბმა ადგილობრივ არჩევნებზე მისთვის მოსაწონი არაა, თუმცა მთლიანობაში დოკუმენტს სერიოზულად განიხილავს. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საკუთარ პოზიციას მოგვიანებით გაასაჯაროებს, დადგენილი ვადების ფარგლებში. 

"დოკუმენტში, წინა ვერსიასთან შედარებით, შეტანილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ამ დოკუმენტს აუმჯობესებს. პირველ რიგში ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს და მკაფიო საუბარია ორი ადამიანის გამოშვებაზე, ვადებზე და იმაზე, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა, რომ ორივე ადამიანი - ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში.

რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ეს დოკუმენტი განსაზღვრავს მექანიზმს როდის და როგორ შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები და ეს არის ბმა ადგილობრივ არჩევნებთან. კარგად გვესმის, რომ ეს დოკუმენტი არის კომპრომისის შედეგი...ჩემთვის პრობლემური არის რიგგარეშე არჩევნების საკითხი. მგონია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა არ არის კარგი, ისევე როგორც 43%-იანი ზღვარი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სასწორის მეორე მხარეს დევს დიდი პოლიტიკური ფასი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებს ახალ დოკუმენტს სთავაზობს. რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში წაიკითხეთ აქ.  


close დახურვა