logo
ENG



ბაქრაძე დარღვევებზე: რასაც დღეს ვუყურებთ არის იმის ნიშანი, რომ ხელისუფლება მარცხდება

31 ოქტ 202015:57
3 წუთის საკითხავი
 
ბაქრაძე დარღვევებზე: რასაც დღეს ვუყურებთ არის იმის ნიშანი, რომ ხელისუფლება მარცხდება

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვა ნიშნავს იმას რომ მმართველ გუნდს "უჭირს" და ხელისუფლება არჩევნებში მარცხდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ყველა უყურებთ დღეს დარღვევებს მე არ მინდა ამ დარღვევების ფონზე დაგვეკარგოს სურათის მთავარი ნაწილი და სურათის მთავარი ნაწილი გახლავთ ის, რომ ამ არჩევნებში ქართული ოცნება მარცხდება.

თანხა რომელსაც ხელისუფლება არიგებს, ეს აქტივისტები, ყველაფერი, რასაც დღეს ვუყურებთ არის იმის ნიშანი, რომ ხელისუფლებას უჭირს და ხელისუფლება მარცხდება

ჩვენი ამოცანაა ბოლომდე მივიყვანოთ ეს მარცხი და უზრუნველყოთ, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღოს დამაჯერებელი გაკვეთილი, დამარცხდეს დამაჯერებლად, რომ ამ ქვეყანაში ხვალიდან იყოს სიმშვიდე და არავინ არ დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნების შედეგი",-განაცხადა ბაქრაძემ.


close დახურვა