ზესტაფონის რაიონის სოფელ ბოსლევის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობს. ''ევროპული საქართველოს'' ლიდერი დავით ბაქრაძე ლუდმილა აგამანიანის ოჯახში მივიდა და ადგილზე გაეცნო ადგილობრივების პრობლემას. სოფელში მცხოვრები მოსახლეობა პარტიის თამჯდომარესთან სოცილაური დახმარების მოხსნაზე და წყლის პრობლემაზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, ზესტაფონის რაიონის სოფელ ბოსლევის ხუთი უბანი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. როგორც ადგილობრივები ყვებიან, გამგეობამ ბიუჯეტიდან თანხა დახარჯა, პროექტი ჩაიბარა, თუმცა მოსახლეობას წყალი დღემდე არ აქვს. დავით ბაქრაძე ინფრასტრუქტურის მინისტრს სთხოვს დაინტერესდეს სოფელ ბოსლევში არსებული პრობლემით და ხალხს მოუგვაროს წყლის პრობლემა.
„დაიხარჯა თანხა, გაკეთდა პროექტი ვიღაცამ ჩამოწერა, რომ პროექტი გაკთდა და სოფელს წყალი აქვს და მოსახლეობა არის უწყლოდ ეს არის მუშაობა დღევანდელი ხელისუფლების, მინდა მოვუწოდო ინფრასტრუქტურის მინისტრს დაინტერესდეს ამ სოფლის მდგომარეობით, დაინტერესდეს სად დაიხარჯა გამოყოფილი თანხა“,-განაცხადა ბაქრაძემ.