logo
ENG



ბაქრაძე მარნეულზე: ეს არის ასლან აბაშიძის გზა

30 სექ 202015:33
3 წუთის საკითხავი
 
ბაქრაძე მარნეულზე: ეს არის ასლან აბაშიძის გზა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მარნეულში ოპოზიციის წევრებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, დამნაშავეები დაისაჯონ. 

მისი თქმით, უნდა დაისაჯონ თანამდებობის ის პირებიც, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ აორგანიზებდნენ და მონაწილებდნენ ძალადობაში. 

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გზა, რომელიც აირჩია ქართულმა ოცნებამ, ეს არის გზა, რომელიც უზარმაზარ საფრხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს მომავალს და სტაბილურობას. ეს არის ასლან აბაშიძის გზა, რომელსაც მივყავართ საზოგადოების დაპირისპირებამდე, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ერთმანეთთან დაჯახებამდე და სახელმწიფოს მხრიდან მისი მთავარი ფუნქციის - წესრიგის, სიმშვიდისა და მართლწესრიგის მორღვევამდე", - თქვა ბაქრაძემ. 

მარნეულში გუშინ, 29 სექტემბერს რამდენიმე ინციდენტი მოხდა. თავდაპირველად თავს ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაესხნენ. მოგვიანებით მთავარი არხის 4 თანამშრომელს, მათ შორის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, თავს დაესხნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც. მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.


close დახურვა