logo
ENG



ბაქრაძე მუხთარლის განცხადებებზე: უზარმაზარი საერთაშორისო სკანდალია

20 მარ 202014:39
3 წუთის საკითხავი
clock 466

ქართულ მხარეს ჩემი გატაცებისთვის 3 მილიონი დოლარი გადაუხადეს - ამის შესახებ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ პატიმრობიდან გათავისუფლებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ განაცხადა.

მუხთარლი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მას აზრბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა. ჟურნალისტი პირდაპირ ასახელებს იმ უწყებებს, რომლებიც დანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული. მუხთარლის თქმით, საზღვარზე მის უპასპორტოდ გადაყვანაში კრიმინალური პოლიცია, ეროვნული უშიშროების სამსახური, საბაჟო და თავად გიორგი კვირიკაშვილი იყვნენ ჩართული.

აფგან მუხთარლის სკანდალურ განცხადებებს უკვე მოყვა შეფასებები საქართველოში. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს სახელმწიფო დანაშაულია.

როგორც „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აღნიშნავს, თუ ბრალდებები დადასტურდება, ამას საერთაშორისო სკანდალი მოყვება.

„ნათელი იყო, რომ ეს ხელისუფლებისგან კოორდინირებული საქმე იყო, მაგრამ ის, რასაც აფგან მუხთარლი აცხადებს, ყველა ზღვარს სცილდება. თუ საქარტველოს ხელისუფლებამ ამაში თანხა აიღო და ადამიანი მეზობელ სახელმწიფოს გადასცა, ეს არის უზარმაზარი საერთაშორისო სკანდალი. ეს სკანდალი დააზიანებს საქართველოს. აზერბაიჯანმა მუხთრლი გაათავისუფლა და მოიხსნა ტვირთი, რასაც ქვია პოლიტიკური პატიმრის ყოლა. ფიგურანტი ამ საქმის, ვინც უზარმაზარ ზიანს მიიღებს და პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ევროპარლამენტში და აშშ-ში დაზიანდება, ეს საქართველოა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქმე გამოძებული იქნება და დამნაშავეები დაისჯებიან.

„ერთადერთი გზა არის, რომ ხელისუფლება საქართველოში შეიცვალოს და ეს საქმე იქნას გამოძებული. ეს არის სახელმწიფო ღირსების თემა. მიტ უმეტეს, აქ საუბარია ქრთამის აღებაზე. გვესმის, რომ ქართული ოცნება ამას არ გამოიძებს არასდროს, რადგან ამ ყველაფერში მათ აქვთ ხელი გასვრილი“, - განაცხადა ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე კი დარწმუნებულია, რომ მუხთრლის გატაცების საქმეში პირადად ბიძინა ივანიშვილი იყო ინფორმირებული.

„ამაში, რომ ჩართული იყო საქართველოს მაშნდელი პრემიერი, შნაგან საქმეთა მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და კონკრეტული მაღალჩინოსნები, ამაში დარწმუნებული ვარ. ამას ჭირდება მტკიცებულებები, რომელიც აუცილებლად იქნება. ის მარშრუტი, რომლითაც მუხთრლი მოძრაობდა, 150 კამერიდან არ არსებობს. პირდაპირ სუს-ი უვარდებოდა სუპერმარკეტებს და თხოვდა, რომ კამერებიდან წაეშალათ. ეს სახელმწიფო დანაშაულია“, - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი 2017 წლის 31 მაისს თბილისიდან ბაქოში გაიტაცეს და დააპატიმრეს.

ჟურნალისტი 17 მარტს გაამართლეს და გაათავისუფლეს საპატიმროდან.


close დახურვა