logo
ENG



ბაღდადის მწვანე ზონაში თავდასხმა მოხდა

11 ივნ 202010:14
3 წუთის საკითხავი
 

თავდასხმა მოხდა ბაღდადის მწვანე ზონაში. 2 რაკეტა შეერთებული შტატების საელჩოს მახლობლად  ​ჩამოვარდა

ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე განგაშის სიგნალი ამოქმედდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბოლოს სარაკეტო იერიში ერაყის დედაქალაქის ეგრეთ წოდებულ მწვანე ზონაზე 16 თებერვალს განხორციელდა, მაშინაც ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე რაკეტა აფეთქდა. გასულ ღამეს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.


close დახურვა