logo
ENG



ბაღდათის მუნიციპალიტეტში ქვევრში ორი ადამიანი დაიღუპა

29 აგვ 202316:52
3 წუთის საკითხავი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ქვევრში ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ქვევრში "ჭაჭის" ამოსაღებად ჩავიდა და შეუძლოდ გახდა. მის დასახმარებლად მეზობელი ჩავიდა, რომელიც ასევე შეუძლოდ გახდა. ორივე მათგანი ქვევრში გაიგუდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, სოფელ დიმში ერთ-ერთ ადგილობრივს ქვევრში "ჭაჭა" ჰქონდა, რომლის გამოსახდელად მეზობლები ეხმარებოდნენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქვევრში ჩასული 40 წლამდე კაცი შეუძლოდ გახდა, უგონო მდგომარეობაში მყოფის დასახმარებლად კი ქვევრში მეზობელი ჩავიდა. სავარაუდოდ, მათი გარდაცვალება ჭაჭისგან დაგროვილმა აირმა გამოიწვია.


close დახურვა