logo
ENG



ბაღდათში ავარიას დედ-მამა და არასრულწლოვანი შვილი ემსხვერპლნენ

17 დეკ 202012:52
3 წუთის საკითხავი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში ავტოავარიას დედ-მამა და არასრულწლოვანი შვილი ემსვერპლნენ. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა