ბაღდათის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. ავტომობილში სხვა არავინ იმყოფებოდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
