logo
ENG



ბაღის ბავშვები იქნებიან მშენებლობის დროს რისკის ქვეშ - დიღომში მშენებლობას აპროტესტებენ

23 თებ 202012:17
3 წუთის საკითხავი
 

დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის მცხოვრებლები აქციას მართავენ და საბავშვო ბაღის მიმდებარედ ორი 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, ბაგა ბაღში 500 ბავშვი დადის, მშენებლობის გამო კი მათ რამდენიმე წელი მტვერსა და ხმაურში მოუწევთ ყოფნა. გარდა ამისა, შენობები მზის შუქსაც დაფარავს.

„ჩვენ მოვითხოვთ, ორი რვასართულიანი კორპუსი არ აშენდეს, რადგან ბაღის ბავშვები იქნებიან მშენებლობის დროს რისკის ქვეშ, ხოლო შემდეგ მზის სხივს ვერ ნახავენ ეზოში", - ამბობს აქციის ორგანიზატორი, გიორგი ჯაფარიძე.

ადგილობრივების პროტესტს უერთდება პარტია „ლელო საქართველოსთვის". პარტიის წარმოამდგენლის, ლანა გალდავას თქმით, პარტია არ მისცემს მერიას საშუალებას, უკანონოდ გააგრძელოს მშენებლობები.

„ჩვენი ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ არის ირანული კომპანია. მთავარი პრობლემა ისაა, რომ აქ ახლოს არის საბავშვო ბაღი. შეუძლებელია აშენდეს აქ ბაღი, რადგან მშენებლობის დროს იქნება კარცენოგენული მტვერი, შემდეგ კი, ფაქტობრივად, საევაკუაციო გამოსასვლელი იბლოკება. ეს არის კორუფციის ნიშნების შემცველი, რადგან მერიას არ ადარდებს რეკრეაციული გაშენება. ვაფრთხილებთ თბილისის მერიას, რომ მათ ამ კორპუსების აშენება არ გამოუვათ", - აცხადებს ლანა გალდავა.


close დახურვა