ფორმულასთვის ცნობილი ხდება რამდენიმე გარემოება ადგილიდან, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ცნობები ჯერჯერობით ოფიციალურად დაუდასტურებელია.
ფორმულას ინფორმაციით, გარდაცვლილი უკანა სავარძელზე იყო და პირველადი დათვალიერებით, მას ჭრილობები არ ქონდა.
ასევე - ფორმულასთვის ცნობილი ხდება, რომ ავტომობილი არა სამართალდამცველებმა, არამედ მწყემსმა იპოვა, რომელიც საქონელს ერეკებოდა.
ერთერთი დაუდასტურებელი ვერსიით, რომელიც ფორმულასთვის ხდება ცნობილი, ავტომობილი, შესაძლოა, ადგილზე დღეს მიეყვანათ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. არც ადგილობრივებს და არც ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ბაჩალიაშვილს თეთრიწყაროსთან.