23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი დღეს დაკრძალეს. „შაბათის ფორმულას“ წყაროს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი შესაძლოა მუშაობდა პროგრამაზე, რომელიც კავშირშია რუსულ სპეც. სამსახურებთან.
„ფორმულასთვის“ ასევე ცნობილი ხდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაში რუსულ კვალს ეძებს გამოძიებაც.
23 წლის პროგრამისტი 5-დღიანი ძებნის შემდეგ საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გოგოს გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში ოჯახმა განცხადებით პოლიციას მიმართა და ძებნის დაჩქარება მოითხოვა, თუმცა გაუჩინარებიდან მეხუთე ღღეს, სანამ ოჯახმა და ახლობლებმა რუსთავი-თბილისის მაგისტრალი არ გადაკეტეს, მისი მოძებნა პოლიციამ ვერ შეძლო.
როცა ბაჩალიაშვილის ძებნა მიმდინარეობდა, მანქანა იქ არ იდგა, სადაც ბოლოს მწყემსმა იპოვა. მწყემსი "ინფო რუსთავს" უყვება, რომ ამ მიდამოებში ყოველდღე დადიოდა და ბაჩალიაშვილის ვერცხლისფერი „ჰიუნდაი“ არ უნახავს.