logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა: აღარ ვენდობი გამოძიებას, შეიძლება იციან ყველაფერი და ხელს აფარებენ

26 ივლ 202015:32
3 წუთის საკითხავი
 
f59k77jbrcu93pc.jpg

 

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მაშინ, როცა სამართალდამცველები ბაჩალიაშვილს ეძებდნენ, გამოძიებამ მისი ლეპტოპი დროულად არ ამოიღო.

როგორც ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, ცხედრის აღმოჩენის შემდეგ ბაჩალიაშვილებთან გამომძიებელი დასაკითხად არ მისულა.

უკვე აღარ ვენდობი გამოძიებას, თავიდანაც თამუნას კომპიუტერზე ვეხვეწებოდი,  წაიღეთ და გახსენით-მეთქი, მაგრამ არ მიჰქონდათ. რაში სჭირდებათ, არ ვიცი. შეიძლება, იციან ყველაფერი და ხელს აფარებენ. არავინ არ მოსულა მიხეილ რამიშვილის გარდა, საერთოდ არც დაინტერესებულან, - ამბობს თეონა თამაზაშვილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

 


close დახურვა