logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა: ეს მზაკვრული გეგმა დასახულია თვეების წინ, სამსახურთან კავშირი არ არის

16 აგვ 202012:35
3 წუთის საკითხავი
 

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის გარდაცვლაბა სამსახურს არ უკავშირდებოდა. 

თამაზაშვილის თქმით, ბაჩალიაშვილის მკვლელობა რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა. 

"100% დარწმუნებული ვარ, რომ არ არის მის სამსახურთან კავშირში. სამსახურიდან თამარი უკვე წამოსული იყო. ძალიან კარგად არის შესწავლილი თამარის ცხოვრება და მისი ფსიქოლოგიური ტიპი. ეს მზაკვრული გეგმა არის დასახული თვეების განმავლობაში და არა სპონტანურად ერთ დღეში. თამარს კომპიუტერი უკვე ორშაბათს უნდა დაებრუნა სამსახურში. ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი შაბათს. იმ კომპიუტერზე იყო ფლეშკა, რომელიც დაიკარგა", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. 

ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავ უნდობლობას უცხადებს. თამაზაშვილი ამბობს, რომ ოჯახი პროკურატურას ენდობა, თუმცა თუ რაიმე ტიპის ეჭვს შეიტანენ პროკურატურის ქმედებებში, ოჯახი ამ უწყებასაც გამოუცხადებს უნდობლობას. 

"არ ვაპირებ შსს-ში მისვლას. იქ მისვლაც და მათი სახეების ნახვაც არ მინდა. მეტნაკლებად პროკურატურა წარმოაჩენს საქმეს, რამდენად დამანახებს შედეგს, თუ საჭირო იქნება მერე იმასაც გამოვუცხადებ უნდობლობას", - აღნიშნა თამაზაშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს


close დახურვა