"თვითმკვლელობა დადგმულია", - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, მისი შვილი სამუშაოს შესრულებისას გარკვეულ მაკომპრომიტირებელ ინფორმაციას გადააწყდა.
"თამარი მუშაობდა რაღაც გარკვეულ პროექტზე. იმ პროექტზე მუშაობისას, სრულიად შემთხვევით წააწყდა ამ ფაილებს. ბავშვმა არ იცოდა რა ფაილები იყო ეს. სძლია ცნობისმოყვარეობამ და გახსნა. გახსნა და იქ ისეთი მაკომპრომიტირებელი ფაქტები იყო, რომ შეშინებული იყო ბავშვი მაგ პერიოდის განმავლობაში. თვითმკვლელობის ინსცენირებაა დადგმული", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს.