logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა: მოვითხოვ, რომ საქმეზე მუხლი გადაკვალიფიცირდეს

23 აგვ 202013:58
3 წუთის საკითხავი
 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი პროკურატურაში იმყოფებოდნენ. 

როგორც ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, საქმეში არაერთი საეჭვო გარემოებაა და მან პროკურატურაში მისვლა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. თამაზაშვილი საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს.

"საეჭვო გარემოებაა საქმის მასალებთან დაკავშირებით და ამიტომ გადავწყვიტე მოვსულიყავი. არ დავკონკრეტდები - რომ გაირკვევა მერე ვიტყვი... ახლაც მოვითხოვ, რომ მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს",-ამბობს თეონა თამაზაშვილი.

გუშინ თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ქიმიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.   

 

ამ ეტაპზე საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

 


close დახურვა