logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა: შესაძლოა ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა

26 ივლ 202013:59
3 წუთის საკითხავი
 

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს.

თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ ბაჩალიაშვილს, შესაძლოა, ისეთ მასალებზე ჰქონოდა წვდომა, რომელიც მას არ უნდა სცოდნოდა.

„მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. წინა კვირასაც გამოცდა ჩააბარა და დეასთან ერთად ეძებდა მეორე სამსახურს და რატომ მოიკლავდა თავს?!

არავინ არ მაყენებს საქმის კურსში. ძებნისასაც ვიხვეწებოდი, რომ გამაგებინეთ, მეც იქნებ რაღაცაში გამოგადგეთ და არაფერს აღარ გამოვრიცხავ უკვე.

შეიძლება უშუალოდ სამსახურში არა, მაგრამ ეს ბავშვი იმდენად ნიჭიერი იყო, იქნებ სხვა რამეში შეაღწია და ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა“, - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა