logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა: ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს

17 აგვ 202021:20
3 წუთის საკითხავი
 
842xzgt8mjmzd4x.jpg

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მისი შვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას პროკურატურა განაგრძობს.

როგორც თამაზაშვილმა გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქმის მასალების გასაცნობად გამომძიებლებმა ორი დღე ითხოვეს. უწყებაში მომდევნო შეხვედრა 20 აგვისტოს გაიმართება.

"თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეს გამოიძიებს პროკურატურა. 2 დღე უნდათ, რომ საქმის მასალებს გაეცნონ გამომძიებლები. ხუთშაბათს მოვალთ და რა კითხვებიც გვექნება ერთად განვიხილავთ. ექსპერტიზის შემდეგ გადაკვალიფიცირდება. ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გამოთხოვილია და სავარაუდოდ, ხუთშაბათისთვის იქნება", - განაცხადა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს


close დახურვა