logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა საპატრიარქოზე: მიხვდნენ, რომ იდუმალებით არის მოცული ეს საქმე

03 აგვ 202017:21
3 წუთის საკითხავი
 
1zoul24y7we4hp4.png

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ის საპატრიარქოში ყოფნისას ილია მეორეს ვერ შეხვდა, რადგან, მისი თქმით, კათოლიკოს-პატრიარქი შეუძლოდ იყო. 

ოჯახმა საპატრიარქოსგან მიიღო პირობა, რომ პატრიარქთან შეხვედრას მას შემდეგ შეძლებდნენ, რაც ის თავს უკეთ იგრძნობდა. 

"პატრიარქი შეუძლოდ იყო და მასთან შესახვედრად სხვა დროს დაგვიბარებენ. იქვე გადაუხადეს [პანაშვიდი] და კიდევ გადავუხდით, როცა მოხვალთო", - ამბობს თეონა თამაზაშვილი. 

როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, საპატრიარქოში ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ ნაწილობრივ ინფორმირებულები იყვნენ. 

"მიხვდნენ, რომ იდუმალებით არის მოცული ეს საქმე. ყველაფერი ვუთხარით, რაც ხდებოდა. თვითონაც ნაწილობრივ საქმის კურსში იყვნენ", - განაცხადა თამაზაშვილმა. 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პატრიარქმა ოჯახს ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე კურთხევა მისცა

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი  ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. 


close დახურვა