logo
ENG



ბაჩალიაშვილის მამა: ორჯერ ვიყავი კორპუსთან სადაც მუშაობდა, არანაირი წარწერა არ იყო

22 ივლ 202012:33
3 წუთის საკითხავი
 
1l93p4hyjhb8q6h.png

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მისი შვილი სამსახურიდან აღელვებული ბრუნდებოდა. მისივე თქმით, შენობასთან, სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა ორჯერ მივიდა, თუმცა კარზე არავითარი წარწერა არ იყო და ოფისის პოვნა ვერ შეძლო.

„გაბრაზებული, აღელვებული მოდიოდა გვიან. ასჯერ ვუთხარი დაენებებინა ამ სამსახურისთვის თავი. არ მეუბნებოდა არაფერს. ორჯერ მივედი იმ კორპუსთან სადაც მუშაობდა და არ შემიშვა. ერთხელ შევედი არც წარწერები და არაფერი არ იყო და ისევ გამოვედი“, - განაცხადა ბაჩალიაშვილის მამამ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. არც ადგილობრივებს და არც ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ბაჩალიაშვილს თეთრიწყაროსთან.


close დახურვა