ტელეკომპანია "ფორმულაზე" გასული სიუჟეტის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა მოითხოვეს.
ოჯახს აინტერესებს, ვის შესახებ ფლობდა, სავარაუდოდ, საიდუმლო ინფორმაციას მათი შვილი და უკავშირდება თუ არა ბურუსით მოცული გარდაცვალება ამ საიდუმლო ფაილებზე წვდომას.
ბაჩალიაშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ პროგრამისტი თავის საქმიანობას შეეწირა. თამარ ბაჩალიაშვილის მდგომარეობა რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საყურადღებო იყო, ამას ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ის კომენტარიც ადასტურებს, რომელშიც გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ თამარი სახლში დაბრუნებისას ხშირად ტიროდა და უხასიათოდ იყო.
შეგახსენებთ, რომ "შაბათის ფორმულამ" შინაგან საქმეთა სამინისტროდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.
დეტალები ნახეთ გადაცემა "დროებაში" - 20:00 საათზე.