თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შვილის გარდაცვალების საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. პროგრამისტის ოჯახის ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ ახალი გარემოებები ამის საფუძველია. ახალი დეტალები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში "მთავარმა არხმა" გამოავლინა, რომლის მიხედვითაც კომპანია ზეგი, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი მუშაობდა, სავარაუდოდ უცხოელ კლიენტებს ბარათებიდან ფულს ჰპარავდა და თანამშრომლობდა სუს-თან პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვებლად.
ბაჩალიაშვილის ოჯახი შვილის გარდაცვალების საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს
14 ივნ 202112:45
3 წუთის საკითხავი