logo
ENG



ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ელისო კილაძის დაკითხვას მოითხოვს

09 აგვ 202014:26
3 წუთის საკითხავი
clock 6118

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებში გარკვეული უზუსტობებია. მიხეილ რამიშვილის განმარტებით, ჩვენებები ერთმანეთთან შეუსაბამოა.

რამიშვილი ასევე აცხადებს, რომ მომდევნო კვირიდან მას დრონებისა და სათვალთვალო ვიდეოჩანაწერების ნახვა შეეძლება.

"მოწმეები, ვინც არიან დაკითხულები, იმათ ჩვენებებში გარკვეული უზუსტობებია და ძალიან შეუსაბამოა. მაგაზე მიდის გარკვეული ვერსიების შეჯერება. იმ კვირიდან დავიწყებთ დრონების, ჩანაწერების და გარკვეული სათვალთვალო ვიდეო ჩანაწერებიდან შეჯამებას და ყველაფრის ნახვას. ბევრი ვერსია რადგანაც არსებობს, ამ ვერსიიდან ჩანს, რომ გარკვეული ეჭვები ჩამოშორდება ამ საქმეს", - აცხადებს რამიშვილი.

ადვოკატი საქმეზე ასევე ქრონიკა პლუსის რედაქტორის, ელისო კილაძის დაკითხვასაც მოითხოვს. 

"გარკვეული პირების დაკითხვასაც ვითხოვ, როგორიც არის მაგალითად ელისო კილაძე. ნებისმიერი ინფორმაციის თაობაზე უნდა იყოს გამოკითხული და მე ვთხოვ და ვითხოვ, რომ ელისო კილაძე დაუყოვნებლივ იყოს დაკითხული",-ამბობს მიხეილ რამიშვილი.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.   


close დახურვა