logo
ENG



ბაჩალიაშვილის საქმე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა

29 ივლ 202023:26
3 წუთის საკითხავი
 
5tvm8ok4ouf3lzy.jpg

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით კრიმინალურ თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. ამის შესახებ "ფორმულას" შსს-ში განუცხადეს. 

აქამდე საქმეს შსს-ის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა. 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისთვის საქმის გადაცემას ოჯახი და ოჯახის ადვოკატი მოითხოვდნენ.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის ცხედარის აღმოჩენამდე ერთი დღით ადრე ბაჩალიაშვილის ოჯახმა და მეზობლებმა ქვემო ფონიჭალაში აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს.

ოჯახის წევრები გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებდნენ. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

 

 



close დახურვა