logo
ENG



ბაჩუკი ქარდავა: ბიძინა ივანიშვილის წასვლის ზარმა ჩამოჰკრა

17 ნოე 201913:41
3 წუთის საკითხავი
 
9y5zavfijqx732y.png

რუსთაველის გამზირზე ვითარება უცვლელია, პარლამენტის წინ იმყოფებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ოპოზიციის წევრები და ემზადებიან ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის დაწყებისთვის.

„ფორმულანიუსთან“ კომენტარი გააკეთა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ. ქარდავას თქმით, ოპოზიციური პარტიის მთავარი მიზანია, საზოგადოების მთხოვნა მოაქციონ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კალაპოტში.

 „ამ აქციების განმავლობაში ძალიან ბევრ ტაქტიკურ მონახაზებზე ვისმენდით ტელევიზიიდან საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფებისგან, მაგრამ ერთი რამ ცხადია: დღეს აქ ხალხი მოვა ერთი რამის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს მოსახლეობას, რაც ის ქვეყანას მართავს, აკადრა ყველაფერი. ეს იყო ბოლო წერტილი, როდესაც ქართველ ადამიანს უთხრა, რომ მე შენი ღირსება არ მაინტერესებს. მე ყველაზე მთავარი გზავნილი მოვისმინე ხალხისგან, რომ გადამგდები უნდა გადავაგდოთ, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: ამოცანა მხოლოდ ეს არის, უბრალოდ ოპოზიციაში პოლიტიკოსებს გვაქვს პასუხისმგებლობა, გვიყვარს ეს ქვეყანა და ვცდილობთ ეს პროტესტი მოვაქციოთ ნორმალურ კონსტიტუციურ პოლიტიკურ კალაპოტში, ხალხის განწყობა ბევრად რადიკალურია, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ ისე როგორც მოითხოვს ხალხი, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამას ჰქონდეს სწორი ფორმები, რათა  მივიღოთ შედეგი. მე დარწმუნებული ვარ, მოვა ხალხი და ბიძინა ივანიშვილი ზუსტად და კარგად შეისმენს ხალხის აზრს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლის ზარმა ჩამოჰკრა, ამას უკვე რაც უფრო დროზე მიხვდება, მით უფრო უკეთესია მისთვის", - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.


close დახურვა