დიდთოვლობის გამო, ბახმაროში ვერტმფრენის ანგარი ჩაინგრა, რომელმაც ტურისტების გადამყვანი ვერტმფრენიც მოიყოლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისვლა დიდთოვლობის გამო ვერ ხერხდება. ანგარის დაზიანების შედეგად, არავინ დაშავებულა.
ბახმაროში 3 მეტრამდე თოვლია.