logo
ENG



ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით უკრაინელები წარმატებას აღწევენ - მალიარი

16 სექ 202321:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/16/mo0efsxhj2822o2.png

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ამბობს, რომ შეიარაღებული ძალები ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით წარმატებას აღწევს.

მალიარის თქმით, ყველაზე აქტიური საომარი მოქმედებები ბახმუტის სამხრეთის ნაწილში მიმდინარეობს.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ რუსი სამხედროები ცდილობენ უკრაინელების თავდაცვის გარღვევას, თუმცა უშედეგოდ.

"ყველაზე ცხელი წერტილებია კლეშეევკა და კურდუმოვკა. ამასთან, ბოგდანოვკისა და იაგოდნოეს რაიონებში ჩვენი სამხედროების თავდაცვის გარღვევას ცდიობენ, მაგრამ უშედეგოდ", - აღნიშნა მალიარმა.


close დახურვა