logo
ENG



ბაჯელიძე - 20 ივნისს, აქციაზე გვეყოლება მოხალისეთა რაზმი, რომელიც უსაფრთხოებას დაიცავს

09 ივნ 202022:10
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა მარიამ ბაჯელიძე გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, აქციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია დაცული იქნება იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

„ჩვენი მთავრობისგან განსხვავებით, გვაქვს უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ცხადია, ყველაზე ნაკლებად ვისაც შეიძლება უნდოდეს, რომ რაიმე ტიპის საფრთხეს წარმოადგენდეს 20 ივნისი ვინმესთვის, ეს ვართ ჩვენ. შესაბამისად, 20 ივნისს იქნება დაცული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც არსებობს როგორც ჯანმოს, ასევე საქარველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. აქციის მონაწილეებს შორის იქნება დაცული დისტანცია, სადეზინფექციო ხსნარები, რომლითაც თითოეული გამოსვლის შემდეგ, დეზინფექციას მოვახდენთ. მერწმუნეთ, რომ მაქსიმალურად ვიზრუნებთ იმაზე, რომ შემცირებული იყოს რისკები დაინფიცირების და დარწმუნებული ვარ, ასევე განსხვავებით მთავრობისგან, გაცილებით უფრო მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან ვიდრე მთავრობის სრული შემადგენლობა“, - აღნიშნა ბაჯელიძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ გასულ წელს გამართული აქციების მიმდინარეობისას ხელისუფლების მხრიდან არაერთ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი და მსგავსი შემთხვევები კვლავ მოსალოდნელია. სწორედ ამიტომ, ბაჯელიძის თქმით, აქციაზე იქნება მოხალისეთა რაზმი, რომელიც უსაფრთხოებას დაიცავს.

„93 დღის განმავლობაში, რა დროსაც აქციები მიმდინარეობდა, ხშირად ხელისუფლება გვიწყობდა რაღაც ტიპის პროვოკაციებს. ერთ-ერთ აქციაზე მაგალითად არიგებდნენ სასმელს, იმიტომ რომ აქციაზე არ შეიძლება სასმლის მიღება. ამასაც არ გამოვრიცხავთ, რომ იყოს პროვოკაციები, თუმცა ჩვენც გვეყოლება მოხალისეთა რაზმი, რომელიც დაიცავს უსაფრთხოებას და მოვუწოდებ ხელისუფლება, რომ ამ რიტორიკის ნაცვლად, ეცადონ, რომ თუ მართლა ადამიანები და მათი ჯანმრთელობაა მათთვის მნიშვნელოვანი, დაგვეხმარონ იმაში, რომ დისტანცია იყოს დაცული და ადამიანების დაინფიცირების რისკის მინიმუმადე იქნას დაყვანილი“, - განაცხადა მარიამ ბაჯელიძემ.


close დახურვა