logo
ENG



ბედიის ტაძრის ბედი - შაბათის ფორმულა

17 თებ 202420:32
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამის მიერ მე-10 საუკუნის მიწურულს აგებული ბედიის ტაძარი აფხაზეთში საფრთხეშია. ცნობილი ხდება რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რუსულ სამღვდელოებასთან და რუს სპეციალისტებთან ერთად, უძველესი და უნიკალური ტაძრის გუმბათის შეცვლას და ბედიის რესტავრაციას აპირებს. შეხვედრას რამდენიმე დღის წინ თავად აფხაზეთის ე.წ. პრემიერმინისტრი ალექსანდრე ანქვაბი უძღვებოდა. ავთენტური სახით ტაძარი ომამდე, ქართველმა რესტავრატორებმა შემოგვინახეს. მასშტაბური სამუშაოები იქ ბოლოს გასული საუკუნის 50-იან და მერე 70-იან წლებში ჩატარდა. სპეციალისტები შიშობენ, რომ კომპლექსურად რთული ტაძრის რესტავრაციის აღდგენის და გუმბათის შეცვლის რესურსი, გამოცდილება და კომპეტენცია აფხაზეთში არავის აქვს და არც იმის უფლება აქვთ ქართული ტაძარი ქართველი და უცხოელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გარეშე ჩაატარონ. 


close დახურვა