logo
ENG



ბედინგფილდი: ვფიქრობთ, პუტინი არასწორ ინფორმაციას იღებს, თუ როგორ ცუდად მოქმედებს მისი ჯარი

31 მარ 202212:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/31/n53qbrdf6lh7jtx.jpg
UPI

აშშ-ის თეთრი სახლის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ქეით ბედინგფილდი აცხადებს, რომ აშშ-ის ინფორმაციით პუტინი უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში რუსული ჯარის მდგომარეობის შესახებ არასწორ ინფორმაციას იღებს. 

ბედინგფილდი აცხადებს, რომ პუტინს ასევე მცდარი ინფორმაცია აქვს სანქციების გავლენაზე რუსეთის ეკონომიკაზე.

“ჩვენი აზრით, პუტინი მისი მრჩევლებისგან არასწორ ინფორმაციას იღებს იმაზე, თუ რამდენად ცუდად მოქმედებს რუსული ჯარი და რამდენად ზიანდება რუსული ეკონომიკა სანქციებით, რადგან მის მთავარ მრჩევლებს სიმართლის თქმის ეშინიათ.

უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ პუტინის ომი უხეში სტრატეგიული შეცდომა იყო, რომელმაც რუსეთი გრძელვადიანად დაასუსტა და გამოთიშა ის მსოფლიო არენიდან“, - განაცხადა ბედინგფილდმა.

ქეით ბედინგფილდი ასევე აცხადებს, რომ დაზვერვის ცნობით, არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო პუტინსა და სამხედრო ლიდერებს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

„რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პუტინი ფიქრობდა, რომ არასწორ ინფორმაციას იღებდა რუსეთის ჯარისგან, რამაც პუტინსა და რუსეთის სამხედრო ლიდერებს შორის დაძაბულობა გამოიწვია“, - განაცხადა კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.

პუტინისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ადასტურებს აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელიც. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა CNN-თან საუბარში აღნიშნა, რომ პუტინი უკრაინისგან წინააღმდეგობას არ ელოდა და კეივის დაკავებას 2-3 დღეში ელოდა. მისი თქმით, ამ ეტაპამდე პუტინის ყველა გათვლა არასწორი აღმოჩნდა. 

ეს ის ინფორმაციაა, რაშიც დარწმუნებულები ვართ. მე ვფიქრობ ეს ასევე ის ინფორმაციაცაა, რაც ნაწილობრივ მაინც მართალი იყო შეჭრამდე.

პუტინი ნათელია, რომ ფიქრობდა, უკრაინაში შესვლისას მის ძალები წინააღმდეგობებს არ გადააწყდებოდნენ, რომ მათ თბილად მიესალმებოდნენ მათ შორის უკრაინის რუსულენოვან ნაწილებში, რომ მას შეეძლებოდა კიევის აღება 48, 72 საათში.

თითოეული ელემენტი იმისა, რისიც მას სჯეროდა არასწორი აღმოჩნდა. ასე რომ, ან მისი მრჩევლები არ აძლევდნენ მას სრულ დაუფარავ სიმართლეს, ან ის არ ისმენდა... ვფიქრობ, ჩვენ ეს ამ გზის ყველა ეტაპზე ვიხილეთ“, - აცხადებს აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მაროკოში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით რუსეთი იმ ავტოკრატიეული სისტემების ერთ-ერთი მაგალითია, სადაც ხელისუფალს სიმართლეს უმალავენ.

„ავტოკრატიების ერთ-ერთი აქილევსის ქუსლი ისაა, რომ ამ სისტემებში არაა ისეთი ხალხი ვინც ხელისუფალს სიმართლეს ეუბნებიან, ან არ აქვთ ძალაუფლების მქონე პირისთვის სიმართლის თქმის უნარი. და მე ვფიქრობ, რომ ეს ისაა რასაც რუსეთში ვხედავთ“, - განაცხადა ბლინკენმა.


close დახურვა