logo
ENG



ბევრი ინიციატივისა და პროგრამის კუთხით მოგვიწევს ხარჯების შემცირება - ცქიტიშვილი

01 აპრ 202014:04
3 წუთის საკითხავი
 

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყნის ბიუჯეტი მაქსიმალურად ადაპტირდება პანდემიასთან საბრძოლველად საჭირო ღონისძიებებზე.

როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა დახმარების მისაღებად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან.

„მინდა აღვნიშნო, რომ გარდა ორი მილიარდი ლარისა, გუნდმა გამოყო 351 მილიონი უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებებზე. ჩვენს ბიუჯეტში, რომელიც გვქონდა დამტკიცებული და შესრულება იყო დადებითი, მოვახერხეთ მიმდინარე ხარჯების ნაცვლად პანდემიასთან საბრძოლველად გამოთავისუფლება, გუნდი აწარმოებს მოლაპარაკებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ასეთი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე როცა ვსაუბრობთ 14 მილიარდი ბიუჯეტიდან 2 მილიარდის გამოყოფას, გვესმის, რომ ბევრი ინიციატივისა და პროგრამის კუთხით მოგვიწევს ამ ხარჯების შემცირება. წლის ბიუჯეტი საბოლოო ფორმას მიიღებს მას შემდეგ, როცა გვეცოდინება ის სიმძიმე, რაც აწვება ბიზნესს. არ შეიძლება მოსახლეობას შევუქმნათ არათანაზომიერი მოლოდინები - ჩვენ არ ვართ სუპერეკონომიკების რანგში. საქმე გვაქვს გლობალურ კრიზისთან", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


close დახურვა