ბეთლემში ნაძვის ხე და საშობაო განათებები ჩართეს. ცერემონიას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. საშობაო ნაძვის ხე ქრისტეშობის ტაძართან მორთეს, რომელიც ბიბლიის თანახმად იესო ქრისტეს დაბადების ადგილზეა აგებული.
განათებების ჩართვის შემდეგ მოედანზე კონცერტი გაიმართა, რომელიც გრანდიოზული ფეირვერკით დასრულდა. საზეიმო ცერემონია ბეთლემში გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე გაიმართა.