კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა ბელარუსში, ლიეტუვაში, ნიდერლანდებსა და ახალ ზელანდიაში.
ოქლენდში დაავადება ქალს დაუდგინეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა. გასული 24 საათის განმავლობაში გაორმაგდა ინფიცირებულთა რიცხვი საფრანგეთში. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საერთო ჯამში კორონავირუსის 38 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ორი ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი ჩინეთის ხუბეის პროვინციაშიც, სადაც კორონავირუსის 327 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 44 ფაქტი დადასტურდა. საავტომობილო კომპანია ჰიუნდაიმ სამხრეთ კორეაში ქარხანა დახურა, რადგან ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინეს.