logo
ENG



ბელარუსი სამხედროები უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში შევიდნენ

01 მარ 202215:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/49eu7lev3dkzedg.jpeg
LB.ua

ბელარუსი სამხედროები უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში შევიდნენ. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა УНІАН ავრცელებს და ადასტურებს ვიტალი კრილოვი, ანტიტერორისტული თავდაცვის რეგიონული მმართველობის წარმომადგენელი.

„ბელარუსი ომში შევიდა. ბელარუსი ჯარისკაცები ჩერნიგოვის რეგიონში შევიდნენ",- აცხადებს კრილოვი. 

სოფლების სლაბინის, პაკულის და მიხაილო-კოციუბინსკის მოსახლეობა აცხადებს, რომ შენიშნა სამხედრო აღჭურვილობის გადაადგილება, რომელსაც თეთრი წრის ნიშანი ჰქონდა. 

მოსახლეობის ინფორმაციით, ბელარუსის კოლონამ დილით 11:30 საათზე ჩაიარა, ისინი სლაბინის და პაკულის მიამრთულებით მიდიან. 


close დახურვა