ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინასთან მოსაზღვრე გომელის ოლქში სამობილიზაციო სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს.
უწყების ინფორმაციით, წვრთნების მიზანს წარმოადგენს წვევამდელების მობილიზაციის ამოცანებზე სამხედრო კომისარიატების მზადყოფნის შემოწმება. სამინისტროში აცხადებენ, რომ წინა სწავლებებისგან განსხვავებით, ამჯერად მობილიზებულებს სამხედრო ნაწილებში არ გააგზავნიან, ხოლო გუნდების ჩამოყალიბების შემდეგ წვევამდელებს სახლში გაუშვებენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეალურთან მიახლოებული სიტუაციის შესაქმნელად სწავლებებში სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფების მონაწილეობა იგეგმება.