tribuna.com-ის ინფორმაციით, ბელარუსის ნაკრებისა და კლუბ ბატეს ფეხბურთელი ანტონ საროკა,სავარაუდოდ, აქციებში მონაწილეობის გამო დააკავეს.
საროკა 3 დღის განმავლობაში იძებნებოდა, მას ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებოდნენ. როგორც დღეს გახდა ცნობილი ის 7 დღით დააკავეს. ინფორმაცია ბელარუსის სასამართლოების ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა.
ორი გარდაცვლილი და 6 700 დაპატიმრებული- ბელარუსში სახალხო პროტესტის მეხუთე დღეა. მინსკის ქუჩებში სოლიდარობის აქციები იმართება. ხელისუფლების მიმართ კრიტიკოსთა რიცხვი კი მატულობს. პოსტებს ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციის თანამშრომლები, სახელმწიფო არხების წამყვანები და ჟურნალისტები ტოვებენ.