ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სამშობლოდან დევნილი, სვეტლანა ტიხანოვსკაია უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, ამის შესახებ ინფორმაცია ტიხანოვსკაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა და აღნიშნა, რომ ეს მისი პირელი ოფიციალური ვიზიტია.
"ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, უმაღლესი რადას ხელმძღვანელობასთან, ევროკავშირის დიპლომატებთან.
დაგეგმილია უკრაინაში ბელარუსის დემოკრატიული ძალების მისიის გახსნა",- ნათქვამია უკრაინული მედიის ინფორმაციაში.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის ვიზიტი კიევში წინა კვირას დაანონსდა. მაშინ აღნიშნეს, რომ კიევი მასში ხედავს ადამიანს, "ვისთანაც ბელარუსთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ილაპარაკებს".
