ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმერ მაკეი გარდაიცვალა. ინფორმაციას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ის 64 წლის იყო, გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
მაკეი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა, მანამდე კი 2008-2012 წლებში ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.
მაკეი მიმდინარე კვირის დასაწყისში ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) კონფერენციას დაესწრო ორშაბათს კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი.