logo
ENG



ბელარუსის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

27 აპრ 202312:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/27/j0uormm7yl8wmbf.jpg

ბელარუსში ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ბაბარიკოს ბელარუსის სასამართლომ ეკონომიკური დანაშაულების საქმეზე 14 წელი მიუსაჯა.

ვიქტორ ბაბარიკოს დიაგნოზი და ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია, მისი თანამებრძოლები ამბობენ, რომ ოპოზიციონერს შესაძლოა სცემეს.

ბაბარიკო ბელგაზპრომბანკის ყოფილი ხელმძღვანელია. იგი 2020 წლის ივნისში დააკავეს, როდესაც არჩევნებზე კანდიდატად დარეგისტრირებას ცდილობდა და რომელზეც ავტორიტარმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მეექვსედ გაიმარჯვა. დაკავებამდე სამი დღით ადრე ბელგაზპრომბანკზე კონტროლი მთავრობამ აიღო და ტომ-მენეჯმენტი თაღლითობის ბრალდებით დააკავა. დააკავეს ბაბარიკოს შვილიც.

Amnesty International-მა ვიქტორ ბაბარიკო და საქმის სხვა ბრალდებულები სინდისის პატიმრებად აღიარა. ბაბარიკოს საარჩევნო შტაბის უფროსი მარია კოლესნიკოვა კიდევ ერთი კანდიდატის, სვიატლანა ტიხანოვსკაიას გაერთიანებულ შტაბს შეუერთდა. კოლესნიკოვას ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსაჯეს.


close დახურვა